დაავადებათა კონტროლის ცენტრი კოვიდპასპორტის კონცეფციას ჯანდაცვის სამინისტროს მომდევნო კვირას წარუდგენს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი კოვიდპასპორტის კონცეფციას ჯანდაცვის სამინისტროს მომდევნო კვირას წარუდგენს

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კოვიდპასპორტის კონცეფცია უკვე შეიმუშავა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კონცეფცია მომდევნო კვირას ჯანდაცვის სამინისტროს წარედგინება, შემდეგ კი მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გაგრძელდება.

„გუშინწინ გვქონდა ამ პასპორტის პირველი გატესტვა დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მომავალ კვირას მას სამინისტროს წარვუდგენთ და შემდგომ უკვე საკოორდინაციო საბჭოზე წარვადგენთ მისი მოქმედების პრინციპს და თუ როგორ მუშაობს ეს კოვიდპასპორტი. რამდენიმე ინფორმაცია იქნება დატანილი, პირველ რიგში აცრის სტატუსი, თუ ადამიანს ჩატარებული აქვს „პისიარ“ ტესტი და ასევე შესაძლოა, მესამეც დაემატოს – გადატანილი აქვს თუ არა კოვიდი. QR-კოდის მეშვეობით შეიძლება, ამ ინფორმაციის იდენტიფიცირება. შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოების სადღაც 90 % უკვე დასრულებულია“, – განუცხადა პირველ არხს გამყრელიძემ.