დაავადებათა კონტროლის ცენტის კახეთის განყოფილებაში შვიდი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია
დაავადებათა კონტროლის ცენტის კახეთის განყოფილებაში შვიდი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია

კახეთში კორონავირუსით დაავადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის კახეთის განყოფილებაში შვიდი საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კახეთის ყველა სოფელსა და ქალაქში იმ მოქალაქეების მონიტორინგი გრძელდება, რომლებიც აღდგომის წინა დღეებში ჩამოვიდნენ რეგიონში. მათ სპეციალური კითხვარზე უწევს პასუხის გაცემა, საიდან და როდის ჩამოვიდნენ, ქონდათ თუ არა კომუნიკაცია და შეხება რისკის მქონე პირებთან ან ხომ არ აღენიშნებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი რამე სიმპტომი.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დეტალების გარკვევა, მათ ვირუსის დროულ გამოვლინებაში დაეხმარებათ. კახეთში კარანტინში 10 სხვადასხვა ადგილზე 651 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 15 მოქალაქე რჩება.