დააკავეს ვლადიკავკაზის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, სადაც ჟანგბადის სისტემის გაუმართაობას 11 კოვიდპაციენტი ემსხვერპლა
ვლადიკავკაზის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვლადიმერ პლიევი კოვიდპაციენტების გარდაცვალების გამო დააკავეს. როგორც რუსული მედია წერს, ვლადიმერ პლიევს ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.
რუსული მედიის ცნობით, მთავრი ექიმი მას შემდეგ დააკავეს, რაც საავადმყოფოში ჟანგბადის სისტემის გაუმართაობას 11 პაციენტი ემსხვერპლა.
რეგიონის მეთაურის, სერგეი მენიალოს თქმით, სისტემის გაუმართაობა მიწისქვეშა მილის ავარიამ გამოიწვია.
მომხდართან დაკავშირებით „როსზდრავნადზორმა“ და პროკურატურამ შემოწმება დაიწყეს.