ცურვა | ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ცურვა | ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

2-7 ივლისს ქალაქ ვილნიუსში ტარდება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ცურვაში, რომელშიც სამი ქართველი სპორტსმენი, ნოე ფანცხავა, დავით მახვილაძე და ანა ნიჟარაძე მიიღებენ მონაწილეობას.

ნოე ფანცხავა საქართველოს ცურვის ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს რეკორდსმენი, საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულია. გასულ წელს ნოემ  ამავე ტურნირზე 50 მ. გულაღმა ცურვაში მეოთხე ადგილი დაიკავა, მას წელს მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი დავით მახვილაძე საქართველოს ასაკობრივი პირველობისა და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულია.

საქართველოს ცურვის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი ​ანა ნიჟარაძე საქართველოს რეკორდსმენია. ნიჟარაძე  ევროპის 2023 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალისტია, ის ასევე საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულია.