ცუდი სტარტის შემდეგ - „ბორჯღალოსნებმა“ ნიდერლანდები დამაჯერებლად დაამარცხეს #1TVSPORT
ცუდი სტარტის შემდეგ - „ბორჯღალოსნებმა“ ნიდერლანდები დამაჯერებლად დაამარცხეს #1TVSPORT

„ბორჯღალოსნებმა“ 2022 წლის რაგბი ევროპის გათამაშებაში მეორე მატჩში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.

პორტუგალიასთან შინ ფრედ 25-25 დასრულებული მატჩის შემდეგ, მეორე ტურში სტუმრად ნიდერლანდების დამარცხება მოახერხა 10-72 და ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.

ნიდერლანდელებმა 12 გაშვებულ ლელოს მხოლოდ ერთით უპასუხეს და საქართველომ დაგეგმილი ბონუს ქულა მოიპოვა.

პორტუგალიასთან თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ აღსანიშნავია გამოსწორებული თამაში დერეფანში, თუმცა ღია თამაშში კვლავ იყო ხარვეზები.

მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებას ბორჯღალოსნები ორი ტურნირის ჯამური შედეგით (2021-2022 წლის რაგბი ევროპის გათამაშების) კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. 7 თამაშში 31 ქულით საქართველო პირველ ადგილზეა, უახლოესი მდევარი ასევე 7 თამაშში მოპოვებული 21 ქულით ესპანეთია, ხოლო 6-6 თამაშში 18 და 16 ქულით რუმინეთი და პორტუგალია ცხრილში მე-3 და მე-4 ადგილს იკავებენ.

მომავალ თამაშს საქართველო შინ რუსეთის წინააღმდეგ 27 თებერვალს, ჩვენი დოით დროით 18:00-ზე გამართავს, რომელიც ქართული რაგბისთვის საიუბილეო – 250-ე სანაკრებო მატჩი იქნება.