ცოტნე კობერიძე - უახლოეს დღეებში დავასრულებთ პრაიმერისებს, შემდეგ დავიწყებთ პოზიტიური ტიპის კამპანიას
ცოტნე კობერიძე - უახლოეს დღეებში დავასრულებთ პრაიმერისებს, შემდეგ დავიწყებთ პოზიტიური ტიპის კამპანიას

პარტიაში „გირჩი მეტი თავისუფლება“ აცხადებენ, რომ აქტიურად ტარდება პარტიაში პრაიმერისები, რომელსაც უახლოეს დღეებში დაასრულებენ და დაიწყებენ პოზიტიური ტიპის კამპანიას, სადაც ამომრჩეველს პარტიის იდეებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ.

ცოტნე კობერიძის განცხადებით, „ფირჩი მეტი თავისუფლება“ აპირებს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სოციალური ქსელები მაქსიმალად გამოიყენოს.

„კამპანიის ნაწილია ის პრაიმერისები, რასაც ჩვენ ვატარებთ, სადაც მაქსიმალური ჩართულობა არის ჩვენი მხარდამჭერების და წევრების. უახლოეს დღეებში უკვე დავასრულებთ ამ პროცესებს. შემდეგ უკვე დავიწყებთ პოზიტიური ტიპის კამპანიას, რომლის მთავარი მნიშვნელობაც მდგომარეობს იმაში, რომ იდეებზე დავიწყებთ საუბარს, რა ალტერნატივას ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას, ამას დავუპირისპირებთ იმ ნეგატიური ტიპის კამპანიას, რომელიც „ქართულ ოცნებასაც“ აქვს, რომლის მიზანიცაა ჩვენს სიცუდეში და სისუსტეებზე გაამახვილოს ყურადღება. ჩვენ ვაპირებთ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკას, არამედ ზოგადად, რა ალტერნატივას ვხედავთ ამ ქვეყნის განვითარებში. სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო მობილობა შემცირებულია, ასევე, მხოლოდ თვენახევარია არჩევნებამდე დარჩენილი, თუმცა მიუხედავად ამისა ვაპირებთ გამოვიყენოთ სოციალური ქსელი აქტიურად, „გირჩელებს“ ეს გვეხერხება და მეორეს მხრივ, თვითონ ოფისები გვქონდეს უკვე იმ სამაჟორიტარო ოლქებში, სადაც ვართ და იქაც გვექნება განსხვავებული ტიპია კამპანია. ვივლით ქუჩებში, არ გვეყოლება კოორდინატორები, ადამიანური საუბრები გვექნება და სხვადასხვანაირი ფლეშმობები, თუ სხვადასხვანაირი ტიპის აქტივობები იქნება. მაინც მთავარი არის საერთო ხედვები, საერთო პროგრამები, რაც შეიძლება იყოს ფორმულა იმის, თუ რა შეიძლება ამ ქვეყანაში რეალურად შეიცვალოს და რა შეიძლება გვაერთიანებდეს ოპოზიციაში მყოფ ადამიანებს“, – განაცხადა კობერიძემ.