ცოტნე კობერიძე - პოლიტიკოსების ჩართულობა უნდა იყოს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს ადამიანები მოითხოვენ, პოლიტიკოსებს რა რესურსიც აქვთ, უნდა დაახმარონ მათ, ინიციატივა უნდა მოდიოდეს აქციაზე მყოფებისგან
ცოტნე კობერიძე - პოლიტიკოსების ჩართულობა უნდა იყოს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს ადამიანები მოითხოვენ, პოლიტიკოსებს რა რესურსიც აქვთ, უნდა დაახმარონ მათ, ინიციატივა უნდა მოდიოდეს აქციაზე მყოფებისგან

პოლიტიკოსების ჩართულობა უნდა იყოს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს ადამიანები მოითხოვენ. პოლიტიკოსებს რა რესურსიც აქვთ, უნდა დაახმარონ ამ ადამიანებს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

კობერიძის თქმით, აქციაზე ადამიანების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ინიციატივა უნდა მოდიოდეს აქ მყოფი ხალხისგან, ამიტომ მე თვითონ პოლიტიკოსმა ვთქვა, რაში უნდა დავეხმარო, არ იქნება ჩემგან სწორი, რომ რამე ჩემს ჭკუაზე იყოს. მათ გვერდით ვდგავარ სულ. მეორე მოსმენის აქცია იქნება ძალიან მასშტაბური და არ მგონია, კონკრეტულად რაიმე ტიპის ფორმატი ერქვას. ჩემი აზრით, მოვა ასი ათასზე მეტი მოქალაქე. ჩემი აზრით, აქცია არ უნდა გაიყოს. ერთი საკომუნიკაციო ველი უნდა იყოს. მთავარი აქცია იქნება მეორე მოსმენის აქცია, ამიტომაც არ მგონია, რომ ვინმე ვინმეს შეუერთდეს, ყველა იქნება ერთად. ჯამში, ადამიანების რაოდენობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა“, – განაცხადა კობერიძემ.