ცოტნე კობერიძე - მივმართავთ რობოკოპებს, სამართალდამცავებს, ვთხოვთ, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავუვლით
ცოტნე კობერიძე - მივმართავთ რობოკოპებს, სამართალდამცავებს, ვთხოვთ, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავუვლით

მივმართავთ რობოკოპებს, ვთხოვთ, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავუვლით, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ პარლამენტის შენობასთან განაცხადა, სადაც აქცია მიმდინარეობს.

„სამართალდამცველები და რობოკოპები არიან. იციან, რომ ჩვენ თუ აქ წრე დავარტყით, მათთვის ეს პრობლემა იქნება, ამიტომ მივმართავთ ისე, როგორც თვითონ მოგვმართავენ, რომ გვეუბნებიან, გთხოვთ, ქალებო და ბავშვებო, დატოვეთო, ჩვენ აქ გვყავს ყველაზე მებრძოლი ქალებიც, ბავშვებიც და კაცებიც. აქეთ მივმართავთ რობოკოპებს, ვთხოვთ, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რავი, გადავუვლით“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.