ცოტნე კობერიძე - „გირჩი მეტი თავისუფლება“ თბილისში კონკურენტად არ უდგება და მხარს უჭერს საერთო ოპოზიციურ კანდიდატ ნიკა მელიას
ცოტნე კობერიძე - „გირჩი მეტი თავისუფლება“ თბილისში კონკურენტად არ უდგება და მხარს უჭერს საერთო ოპოზიციურ კანდიდატ ნიკა მელიას

„გირჩი მეტი თავისუფლება“ თბილისში თვითმმართველობის არჩევნებზე კონკურენტად არ უდგება და მხარს უჭერს საერთო ოპოზიციურ კანდიდატს ნიკა მელიას, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყნის მომავალი არის თავისუფალი საქართველო, რაც არჩევნებზე დამტკიცდება,

მოცემული გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, პარტიის წევრების თითქმის ნახევარი ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობოდა, თუმცა 55-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა მოცემულ იდეას და ინიაციატივას. მეორე მხრივ, „გირჩი მეტი თავისუფლება“ ამ არჩევნებზე მიიღებს მხარდაჭერას ოთხ, სულ მცირე სამ სამაჟორიტარო ოლქში და გვესმის ის პასუხისმგებლობა, რაც ამას მოჰყვება. ასევე, გვესმის რამდენად რთულია, რომ „გირჩს“ დაუთმონ ეს ოლქები. გარდა ამისა, „გირჩი“ მიიღებს ვიცე-მერობის კანდიდატს. „გირჩი მეტი თავისუფლება“ დამოუკიდებლად გადის ამ არჩევნებე. ჩვენ თითქმის ყველგან გვეყოლება საკუთარი პროპორციული სია, საკუთარი პოლიტიკოსები და საკუთარ როლს შევიტანთ, რომ ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღოს 43%ზე მეტი, ეს არჩევნები იყოს რეფერენდუმი, მოვიგოთ და დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, ძალადობის და იდეა, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლება არ „მოსულა“. ამ არჩევნებზე დამტკიცდება, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის თავისუფალი საქართველო და ამისი გარანტია იქნება„გირჩი“ , – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.