ცნობილია წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზის ექვსი კანდიდატი #1TVSPORT
ტელეკომპანია BBC-მ დაასახელა ექვსი კანდიდატი წლის საუკეთესო სპორტსმენის პრესტიჟულ პრიზზე (BBC World Sport Star of the Year):
„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი, რომელმაც 52 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად სამი მთავარი ტიტული მოიგო;
ფორმულა 1-ის პილოტი მაქს ფერსტაპენი – ნიდერლანდელი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და წლის განმავლობაში მოიგო 19 გრანპრი, რაც ფორმულა 1-ის ახალი რეკორდია;
ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი – სერბმა „დიდი სლემის“ ოთხი ტიტულიდან სამი მოიგო და ამ სერიის ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობით (24) აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა;
ესპანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრი აიტანა ბონმატი – „ბარსელონასთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გაიმარჯვა მსოფლიო ჩემპიონატზე და გახდა ტურნირის MVP. მოიპოვა „ოქროს ბურთი“;
რაგბიში სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი სიია კოლიზი;
ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზი – მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიგო და სპორტული ტანვარჯიშის ისტორიაში ყველაზე ტიტულოსანი სპორტსმენი გახდა.
BBC-ის ვერსიით წლის სპორტსმენი 19 დეკემბერს გამოვლინდება. პრიზის მოქმედი მფლობელია არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი.