ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავეს მებრძოლებმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ღონისძიებაზე
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ღონისძიება (UFC 248) ლას ვეგასის „ტი მობაელ” არენაზე გაიმართა. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს ქარდი განსაკუთრებით საინტერესო და როგორც შემდგომ გაირკვა წარმატებული გამოდგა.
გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა ! ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი ჯამალ ემერსი 3 რაუნდის შემდეგ მსაჯების უმრავლესობის გადაწყვეტილებით დაამარცხა.
რამდენიმე ამერიკული ონლაინ ვებგვერდის ცნობით ჭიკაძემ $24 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.
ყველაზე სოლიდური ჰონორარები სატიტულო ბრძოლის მონაწილეებმა მიიღეს. ისრაელ ადესანიამ $500 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. იოელ რომეროს $300 000 დოლარი ერგო.
ვეილი ჟანგი – $200 000
იოანა ჟედრეჟჩაკი – $106 000
ჟენგმა და ჟედრეჟჩაკმა საღამოს საუკეთესო ბრძოლისთვის 50,000-დოლარიანი ბონუსიც მიიღეს. ანალოგიური ბონუსი ერგო შონ ო’მალისა და გიგა ჭიკაძის გუნდელ ბენეილ დარიუშს.