ფრანგულმა გამოცემამ, France Football-მა დაასახელა პრეტენდენტები წლის საუკეთესო კლუბის პრიზზე.
სიაში მოხვდნენ „დორტმუნდი“, „ჟირონა“, „ლევერკუზენი“, „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“.
ეს პრიზი დაწესდა 2021 წელს და მისი პირველი მფლობელი გახდა „ჩელსი“. ამის შემდეგ ჯილდო ორჯერ მოიგო „მანჩესტერ სიტიმ“.
გამარჯვებული გამოცხადდება 28 ოქტომბერს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე.