ცნობილია პოლონეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი #1TVSPORT
ცნობილია პოლონეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი #1TVSPORT

პოლონეთის საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ჩესლავ მიხნევიჩი გახდება, – ამტკიცებს პოლონური გამოცემა Meczyki.

ირკვევა, რომ მხარეები უკვე მივიდნენ შეთანხმებამდე და უახლოეს დღეებში მიხნევიჩი ვარშავაში ჩავა.

ჩესლავ მიხნევიჩის ბოლო სამუშაო ადგილი „ლეგია“ იყო, რომელშიც 2020 წლის 20 სექტემბერს დაინიშნა, ეს გუნდი მან ამ სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, სადაც „ლესტერსა“ და მოსკოვის „სპარტაკს“ მოუგო, მაგრამ პლეი ოფში ვერ მოხვდა. ამას მოჰყვა ზედიზედ ოთხი წაგება პოლონეთის ლიგაში და ცხრილში მე-15 ადგილამდე დაქვეითება, რის გამოც, მიხნევიჩი 2021 წლის 25 ოქტომბერს პოსტიდან დაითხოვეს.

პოლონეთის ნაკრები გასულია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეი ოფში და 24 მარტს, მოსკოვში ნახევარფინალი ელოდება რუსეთის წინააღმდეგ.