ცნობილია ნიდერლანდების გაფართოებული შემადგენლობა ერთა ლიგის „ოთხთა ფინალისთვის“ #1TVSPORT
ცნობილია ნიდერლანდების გაფართოებული შემადგენლობა ერთა ლიგის „ოთხთა ფინალისთვის“ #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა დაასახელა 28-კაციანი შემადგენლობა ერთა ლიგის „ოთხთა ფინალისთვის“, რომელიც 14-18 ივნისს გაიმართება.

მეკარეები – ჯასტინ ბილოუ (ფეიენოორდი), იესპერ სილესენი (ნიიმეგენი), მარკ ფლეკი (ფრაიბურგი, გერმანია), ბარტ ვერბრუგენი (ანდერლეხტი, ბელგია);

მცველები – ნათან აკე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მატეის დე ლიგტი, დელეი ბლინდი (ორივე – ბაიერნი, გერმანია), სვენ ბოტმანი (ნიუკასლი, ინგლისი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ინგლისი), სტეფან დე ვრეი, დენზელ დუმფრიზი (ორივე – ინტერი, იტალია), ლუტშარელ გეერტრუიდა (ფეიენოორდი), ტირელ მალასია (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კენი ტეტე (ფულჰემი, ინგლისი), იურიენ ტიმბერი (აიაქსი);

ნახევარმცველები – ფრენკი დე იონგი (ბარსელონა, ესპანეთი), დავი კლაასენი (აიაქსი), მარტენ დე როონი, ტეუნ კოპმაინერსი (ორივე – ატალანტა, იტალია), ტიჯანი რეინდერსი (ალკმაარი), ჯოი ვეერმანი (ეინდჰოვენი), მატს ვიფერი (ფეიენოორდი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (რომა, იტალია);

ფორვარდები – სტევენ ბერგჰუისი, სტივენ ბერვაინი, ბრაიან ბრობი (ყველა – აიაქსი), მემფის დეპაი (ატლეტიკო, ესპანეთი), კოდი გაკპო (ლივერპული, ინგლისი), ნოა ლანგი (ბრიუგე, ბელგია), დონიელ მალენი (დორტმუნდი, გერმანია), ჩავი სიმონსი (ეინდჰოვენი), ვოუტ ვეგჰორსტი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი).

„ოთხთა ფინალის“ ნახევარფინალებში ხვდებიან: ნიდერლანდები-ხორვატია (14 ივნისი) და ესპანეთი-იტალია (15 ივნისი). მე-3 ადგილისთვის მატჩი და ფინალი 18 ივნისს გაიმართება.