ცნობილია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ექვსი ფინალისტი #1TVSPORT
ცნობილია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ექვსი ფინალისტი #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი მატჩების შემდეგ, საფრანგეთმა და ბელგიამ გაინაღდეს ფინალურ ტურნირში თამაშის უფლება. ასე რომ, ამ მომენტისთვის ცნობილია ექვსი ფინალისტი:

ყატარი (მასპინძელი)

ბრაზილია (ს. ამერიკა)

გერმანია (ევროპა)

დანია (ევროპა)

ბელგია (ევროპა)

საფრანგეთი (ევროპა)

მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2022 წელს 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩაივლის, 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ყველა ფინალისტი 2022 წლის ივნისში იქნება ცნობილი.