ცნობილია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ცხრა ფინალისტი #1TVSPORT
ცნობილია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ცხრა ფინალისტი #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი მატჩების შემდეგ, ესპანეთმა, ხორვატიამ და სერბეთმა გაინაღდეს ფინალურ ტურნირში თამაშის უფლება. ასე რომ, ამ მომენტისთვის ცნობილია ცხრა ფინალისტი:

ყატარი (მასპინძელი)

გერმანია (ევროპა)

დანია (ევროპა)

ბრაზილია (ს. ამერიკა)

ბელგია (ევროპა)

საფრანგეთი (ევროპა)

ხორვატია (ევროპა)

ესპანეთი (ევროპა)

სერბეთი (ევროპა)

ევროპულ ზონაში პლეი ოფში თამაში გაინაღდეს: შოტლანდიამ, რუსეთმა, შვედეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და პორტუგალიამ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2022 წელს 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩაივლის, 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ყველა ფინალისტი 2022 წლის ივნისში იქნება ცნობილი.