ცნობილია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 13 ფინალისტი და ევროპის პლეი ოფის ყველა გუნდი #1TVSPORT
ცნობილია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 13 ფინალისტი და ევროპის პლეი ოფის ყველა გუნდი #1TVSPORT

დასრულდა მორიგი სანაკრებო ფანჯარა, რომლის შემდეგაც ცნობილია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 13 ფინალისტი:

ყატარი (მასპინძელი)

გერმანია (ევროპა)

დანია (ევროპა)

ბრაზილია (ს. ამერიკა)

საფრანგეთი (ევროპა)

ბელგია (ევროპა)

ხორვატია (ევროპა)

ესპანეთი (ევროპა)

სერბეთი (ევროპა)

ინგლისი (ევროპა)

შვეიცარია (ევროპა)

ნიდერლანდები (ევროპა)

არგენტინა (ს. ამერიკა)

ასევე ცნობილია ყველა ნაკრები, რომელიც ევროპული ზონის პლეი ოფში ითამაშებს:

განთესილები – პორტუგალია, შოტლანდია, იტალია, რუსეთი, შვედეთი, უელსი.

განუთესავები – თურქეთი, პოლონეთი, მაკედონია, უკრაინა, ავსტრია (ერთა ლიგიდან), ჩეხეთი (ერთა ლიგიდან).

მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2022 წელს 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩაივლის, 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ყველა ფინალისტი 2022 წლის ივნისში იქნება ცნობილი.