ცნობილია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 11 ფინალისტი და ევროპის პლეიოფის 10 გუნდი #1TVSPORT
ცნობილია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 11 ფინალისტი და ევროპის პლეიოფის 10 გუნდი #1TVSPORT

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი მატჩების შემდეგ შვეიცარიამ და ინგლისმა გაინაღდეს ფინალურ ტურნირში თამაშის უფლება. ასე რომ, ამ მომენტისთვის ცნობილია 11 ფინალისტი:

ყატარი (მასპინძელი)

გერმანია (ევროპა)

დანია (ევროპა)

ბრაზილია (ს. ამერიკა)

ბელგია (ევროპა)

საფრანგეთი (ევროპა)

ხორვატია (ევროპა)

ესპანეთი (ევროპა)

სერბეთი (ევროპა)

ინგლისი (ევროპა)

შვეიცარია (ევროპა)

ევროპულ ზონაში პლეიოფში თამაში გაინაღდეს: შოტლანდიამ, რუსეთმა, შვედეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, პორტუგალიამ, იტალიამ, პოლონეთმა, უელსმა, ავსტრიამ (ერთა ლიგიდან) და ჩეხეთმა (ერთა ლიგიდან).

მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2022 წელს 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩაივლის, 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ყველა ფინალისტი 2022 წლის ივნისში იქნება ცნობილი.

დატოვე კომენტარი