ცნობილია ფავორიტები ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე #1TVSPORT
16 ივლისს ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუტგეიტმა პოსტის დატოვების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
ამასთან დაკავშირებით, გამოცემა Metro-ს ჟურნალისტებმა შეადგინეს საუტგეიტის პოტენციურ შემცვლელთა რეიტინგი – საინფორმაციო საშუალებების ცნობებსა და ტოტალიზატორების ფსონებზე დაყრდნობით.
ფავორიტად მიიჩნევა ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი გრემ პოტერი, მეორე ადგილზეა „ნიუკასლის“ დამრიგებელი ედი ჰაუ, მესამეზე – ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლი კარსლი.
TOP 5 კანდიდატი:
- გრემ პოტერი
- ედი ჰაუ
- ლი კარსლი
- თომას ტუხელი
- მაურისიო პოჩეტინო