ევროპის ლიგაზე ბოლო ორი მეოთხედფინალი გაიმართა და გაირკვა ტურნირის ყველა ნახევარფინალისტი.
„სევილიამ” ოკამპოსის მიერ 88-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოუგო „ვულვერჰემპტონს”. აღსანიშნავია, რომ ინგლისურმა კლუბმა პირველ ტაიმში პენალტი ვერ გამოიყენა.
კიდევ ერთი ნახევარფინალისტი დონეცკის „შახტარი” გახდა, რომელმაც 4:1 გაანადგურა „ბაზელი”. უკრაინელთა რიგებში ოთხივე გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს – მორაეშმა, ტაისონმა, ალან პატრიკმა და დოდომ. „ბაზელის” მხრიდან მათ ვან ვოლფსვინკელმა უპასუხა. ამ მატჩში არ უთამაშია „შახტარის” მცველს დავიდ ხოჭოლავას, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო.
მაშ ასე, ევროპის ლიგის ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
16 აგვისტო
სევილია – მანჩესტერ იუნაიტედი (23:00)
17 აგვისტო
ინტერი – შახტარი (23:00)