ცნობილია ჩემპიონთა ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი - წილისყრა 17 მარტს, 15 საათზე #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა და ცნობილია ის რვა გუნდი, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ტურნირზე:
იტალია – „ნაპოლი“, „მილანი“, „ინტერი“
ინგლისი – „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“
გერმანია – „ბაიერნი“
ესპანეთი – „რეალი“
პორტუგალია – „ბენფიკა“
მეოთხედფინალის წილისყრა 17 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება. ამ ეტაპზე შესაძლებელია ნებისმიერი ნებისმიერს შეხვდეს, გარდა ამისა, გავიგებთ ნახევარფინალური ეტაპის პოტენციურ წყვილებს.
პირველი მეოთხედფინალები 11-12 აპრილს გაიმართება, განმეორებითი – 18-19 აპრილს.