ცნობილია ჩემპიონთა ლიგის წინასწარი კალენდარი #1TVSPORT
ცნობილია ჩემპიონთა ლიგის წინასწარი კალენდარი #1TVSPORT

უეფა-მ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა 2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგის წინასწარი კალენდარი.

ტურნირის წინასწარი რაუნდი 21 ივნისს დაიწყება, პირველი და მეორე საკვალიფიკაციო რაუნდებისა და პლეი ოფის თამაშები 5 ივლისიდან 24 აგვისტომდე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 6 სექტემბერს აიღებს სტარტს და 2 ნოემბერს დასრულდება.

პლეი ოფი დაიწყება 14 თებერვალს. მერვედფინალური მატჩები 14 თებერვლიდან 15 მარტამდე ჩატარდება, მეოთხედფინალები – 11-19 აპრილს, ნახევარფინალები – 9-17 მაისს. ტურნირის ფინალს სტამბოლი 10 ივნისს უმასპინძლებს.