ცნობილია ჩემპიონთა ლიგის ძირითადი რაუნდის 36 მონაწილე, წილისყრა ხუთშაბათს 20 საათზე დაიწყება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის დასრულების შემდეგ გაირკვა ძირითადი რაუნდის ყველა მონაწილე.
36 გუნდი გაყოფილია ოთხ კალათად. თითოეული გუნდი მიიღებს ორ-ორ მეტოქეს თითო კალათიდან. შესაბამისად, ყველა კლუბი რვა შეხვედრას ჩაატარებს რვა მეტოქესთან – ოთხ თამაშს შინ და ოთხს სტუმრად.
I კალათი
რეალი (ესპანეთი)
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
ბაიერნი (გერმანია)
პსჟ (საფრანგეთი)
ლივერპული (ინგლისი)
ინტერი (იტალია)
დორტმუნდი (გერმანია)
ლაიპციგი (გერმანია)
ბარსელონა (ესპანეთი)
II კალათი
ლევერკუზენი (გერმანია)
ატლეტიკო (ესპანეთი)
ატალანტა (იტალია)
იუვენტუსი (იტალია)
ბენფიკა (პორტუგალია)
არსენალი (ინგლისი)
ბრიუგე (ბელგია)
შახტარი (უკრაინა)
მილანი (იტალია)
III კალათი
ფეიენოორდი (ნიდერლანდები)
სპორტინგი (პორტუგალია)
ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)
დინამო (ხორვატია)
ზალცბურგი (ავსტრია)
ლილი (საფრანგეთი)
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
იანგ ბოიზი (შვეიცარია)
სელტიკი (შოტლანდია)
IV კალათი
სლოვანი (სლოვაკეთი)
მონაკო (საფრანგეთი)
სპარტა (ჩეხეთი)
ასტონ ვილა (ინგლისი)
ბოლონია (იტალია)
ჟირონა (ესპანეთი)
შტუტგარტი (გერმანია)
შტურმი (ავსტრია)
ბრესტი (საფრანგეთი)
36 გუნდი ერთ მთლიან ჯგუფში ითამაშებს. პირდაპირ მერვედფინალში გავა რვა საუკეთესო გუნდი. 9-24 ადგილებზე გასულები დაწყვილდებიან პლეი ოფში და გაარკვევენ მერვედფინალის კიდევ რვა საგზურის მფლობელ გუნდებს. 25-36-ე ადგილებზე გასულებისთვის ევროსეზონი დასრულებული იქნება.
წილისყრა 29 აგვისტოს, ხუთშაბათს მონაკოში გაიმართება. ცერემონია თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.
ძარითადი ეტაპი 17-19 სექტემბერს დაიწყება. ბოლო მერვე ტური 2025 წლის 29 იანვარს გაიმართება.