ცნობილია ბრაზილიის ნაკრების განაცხადი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ტურნირის პირველი ორი ტურისთვის.
მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ვევერტონი (პალმეირასი), ადერბარ სანტოსი (ატლეტიკო პარანაენსე);
მცველები – დანილო (იუვენტუსი, იტალია), გაბრიელ მენინო (პალმეირასი), რენან ლოდი (ატლეტიკო, ესპანეთი), ალექს ტელესი (პორტუ, პორტუგალია), ტიაგო სილვა (ჩელსი, ინგლისი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ფელიპე (ატლეტიკო, ესპანეთი), როდრიგო კაიო (ფლამენგო);
ნახევარმცველები – კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ბრუნო გიმარაეში (ლიონი, საფრანგეთი), დუგლას ლუიში (ასტონ ვილა, ინგლისი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, ესპანეთი), ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი), ევერტონი (ბენფიკა, პორტუგალია);
ფორვარდები – გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), როდრიგო (რეალი, ესპანეთი), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი).
ბრაზილიის ნაკრები 9 ოქტომბერს ბოლივიას შეხვდება ად 13 ოქტომბერს – პერუს.