გაირკვა ერთეულთა თანრიგში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელი ტურნირის ყველა მონაწილე.
ბოლო ორი ჩოგბურთელი, ვინც სეზონის დასკვნით ტურნირზე მოხვდა, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და დანიელი ჰოლგერ რუნე არიან.
უფრო ადრე წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში თამაშის უფლება მოიპოვეს სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ესპანელმა კარლოს ალკარასმა, რუსმა დანიილ მედვედევმა, იტალიელმა იანიკ სინერმა, რუსმა ანდრეი რუბლიოვმა და ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა.
ATP-ის დასკვნითი ტურნირი იტალიის ქალაქ ტურინში 12-19 ნოემბერს გაიმართება.