ცნობილია 2026-27 წლების ჩემპიონთა ლიგის 25 მონაწილე #1TVSPORT
ცნობილია 2026-27 წლების ჩემპიონთა ლიგის 25 მონაწილე #1TVSPORT

„ბრიუგემ“ ბელგიის ჩემპიონატის მატჩში 2:2 ითამაშა „მეხელენთან“, რის შემდეგაც ერთი ტურით ადრე ისტორიაში მეოცედ გახდა ბელგიის ჩემპიონი.

ასე რომ, „ბრიუგემ“ გაინაღდა მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშებაში. ის გახდა 25-ე გუნდი, რომელმაც მოიპოვა ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება.

ინგლისი – „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ასტონ ვილა“;

ესპანეთი – „ბარსელონა“, „რეალი“, „ვილიარეალი“, „ატლეტიკო“, „ბეტისი“:

გერმანია – „ბაიერნი“, „დორტმუნდი“, „ლაიპციგი“, „შტუტგარტი“;

საფრანგეთი – „პარი სენ-ჟერმენი“, „ლანსი“, „ლილი“;

ნიდერლანდები – „ეინდჰოვენი“, „ფეიენოორდი“;

იტალია – „ინტერი“, „ნაპოლი“;

პორტუგალია -„პორტუ“;

ბელგია – „ბრიუგე“;

თურქეთი – „გალათასარაი“;

უკრაინა – „შახტარი“;

ჩეხეთი – „სლავია“

სულ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე 36 გუნდი ითამაშებს.