ცნობილი ხდება საჩოგბურთო კალენდარი მარტის ბოლომდე

18:17, 16.12.2020
CINCINNATI, OH - AUGUST 17: A detailed view of an ATP TOUR logo on a tennis net during the semifinal round of the Western & Southern Open at Lindner Family Tennis Center on August 17, 2019 in Mason, Ohio. (Photo by Adam Lacy/Icon Sportswire via Getty Images)

ინტერნეტში გაჩნდა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) 2021 წლის სეზონის პირველი ნაწილის კალენდარი. როგორც ირკვევა, მომავალ წელს მამაკაცთა პირველი ტურნირი დელრეი-ბიჩში (აშშ) გაიმართება. ის 4 იანვარს უნდა დაიწყოს. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები გაემგზავრებიან ავსტრალიაში, სადაც აუცილებელ 14-დღიანი კარანტინს გაივლიან.

მარტის ბოლომდე ATP-ის ტურნირების განრიგი ასეთია:

4-10 იანვარი – დელრეი-ბიჩი

15 იანვარი – მოთამაშეების ავსტრალიაში ჩასვლა და აუცილებელი ორკვირიანი კარანტინი

1-7 თებერვალი – ATP 250-ის ტურნირი, ATP Cup ან ATP 750-ის ტურნირი

8-21 თებერვალი – ავსტრალიის ღია

22-28 თებერვალი – მონპელიე, კორდობა და ATP 250-ის ახალი ტურნირი

1-7 მარტი – როტერდამი, ბუენოს აირესი და ATP 250-ის ახალი ტურნირი

8-14 მარტი – დოჰა, მარსელი და სანტიაგო

15-21 მარტი – აკაპულკო და დუბაი

ფრანგული გაზეთი “ეკიპი” იტყობინება, რომ გაუქმებულია ტურნირები ოკლენდში, პუნაში, ნიუ იორკში, რიო-დე-ჟანეიროსა და ინდიან-უელსში.

მსგავსი