ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, კონტემ „ნაპოლისთნ“ კონტრაქტი უკვე გააფორმა #1TVSPORT
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, კონტემ „ნაპოლისთნ“ კონტრაქტი უკვე გააფორმა #1TVSPORT

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და „ნაპოლის“ ყოფილმა პრესატაშემ, მასიმო სპარნელიმ Tele A-ს ეთერში განაცხადა, რომ ანტონიო კონტე „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდება – კლუბის პრეზიდენტმა მასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

„ადრე ვთქვი, რომ „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანო იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, შევცდი. ახლახან ტურინიდან შევიტყვე, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს შეუთანხმდა და მასთან უკვე კონტრაქტიც გააფორმა. კონტე ამ წინადადებას იმიტომ დათანხმდა, რომ იცის, ერთადერთი იტალიური კლუბი, რომელსაც ფულის დახარჯვა შეუძლია, „ნაპოლი“ და მისი პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისია“, – ამბობს იტალიელი ჟურნალისტი.

„მიმდინარე წარუმატებელი სეზონის შემდეგ აურელიო დე ლაურენტისს კვლავ სერიოზულ პროექტზე მუშაობა სურს, ნეაპოლელებს იტალიური და ევროპული ფეხბურთის სათავეში დაბრუნების სურვილი აქვთ, კლუბის პრეზიდენტს კონტე გუნდის მწვერვალზე დაბრუნების გარანტად მიაჩნია. ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე თვეში“, – ეს უკვე ნაწყვეტია „არენაპოლიში“ გამოქვეყნებული წერილიდან.