ცნობილი გახდა, სად დაბინავდება საქართველოს ნაკრები თბილისში შეკრების დროს #1TVSPORT
ცნობილი გახდა, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში საქართველის საფეხბურთო ნაკრები თბილისში შეკრებების დროს სად დაბინავდება. ეროვნული ნაკრების მასპინძელი „პულმანი“ გახდა, რომელთანაც ფეხბურთის ფედერაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
პარტნიორობის ფარგლებში, ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს „პულმანი“ უმასპინძლებს. სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და „პულმანის“ გენერალურმა მენეჯერმა ვინსენტ დიუჟარდენმა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. იაშვილმა დიუჟარდენს სამახსოვროდ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა.
„დიდი მადლობა ბატონ ვინსენტს და „პულმანის“ გუნდს. მოხარული ვარ, ჩვენ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმით და მჯერა, რომ ეს პარტნიორობა მხარეებისთვის წარმატებული იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი „პულმანში“ თავს კომფორტულად იგრძნობს და სრულფასოვანი მომზადებისთვის ყველანაირი პირობა ექნება“, – აცხადებს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.