ცნობილი გახდა, რომელმა მებრძოლებმა მიიღეს ბონუსი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბრაზილიის ღონისძიებაზე
ბრაზილიაში, დღეს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიება მაყურებლების გარეშე გაიმართა. ცნობილი გახდა, თუ ვინ მიიღო ე.წ. ბონუსი საუკეთესო და გამორჩეული პერფორმანსისთვის. როგორც გაირკვა 50 000 დოლარი ორგანიზაციისგან ამეჯრად 4-მა მებრძოლმა მიიღო.
ჩარლზ ოლივერამ და ჯილბერტ ბერნსმა საღამოს საუკეთესო პერფორმანსისთვის სოლიდური ფულადი ჯილდო მიიღეს. ასევე $50 000 გადაეცათ მარინა მოროზსა და მაირა ბუენო სილვას საუეთესო ბრძოლისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბერნსმა თანამემამულე ვეტერანი დემიენ მაია პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ოლივერამ კი ლის მტკივნეული ილეთით სძლია.