ჩარლზ ოლივერამ კევინ ლი უმაყურებლო დარბაზში დაამარცხა (ვიდეო)

ბრაზილიაში დღეს გამთენიისას აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ღონისძიება გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო ბრძოლები მაყურებლების გარეშე შედგა.

მთავარი დაპირისპირება მსუბუქ წონით დივიზიონში (lightweight) შედგა. ჩარლზ ოლივერა კევინ ლის დაუპირისპირდა და მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

ამავე დღეს ჯილბერტ ბერნსმა თანამემამულე, ვეტერანი დემიენ მაია ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

მორიგი წაგება განიცადა ჯონი ვოკერმა. ამჯერად ის უკრაინელ ნიკიტა კრილოვთან დამარცხდა.