„ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელიც კომპანია „რედ ბულში“ საფეხბურთო ოპერაციების ხელმძღვანელად დაინიშნა, წელიწადში 10-12 მილიონ ევროს მიიღებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა გერმანელმა ჟურნალისტმა, ფლორიან პლატენბერგმა.
57 წლის გერმანელი სპეციალისტის კონტრაქტი კომპანიასთან მრავალწლიანია და ითვალისწინებს ვადაზე ადრე გაწყვეტას კლოპის მხრიდან სამწვრთნელო კარიერის განახლების შემთხვევაში.
კლოპი „რედ ბულში“ მოვალეობების შესრულებას 2025 წლის დასაწყისიდან შეუდგება.