ფორვარდი კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ მე-10 ნომრით ითამაშებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა სანტი აუნამ.
დღეს ამ ნომრით ესპანურ კლუბში ლუკა მოდრიჩი თამაშობს, რომელიც, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს გუნდს.
ამჟამად მბაპეს „პარი სენ-ჟერმენში“ მეშვიდე ნომერი აქვს მაისურზე.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ მბაპე არ დარჩება მიმდინარე სეზონის შემდეგ პარიზულ კლუბში. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფორვარდი კარიერას „რეალში“ გააგრძელებს.