ცნობილი გახდა, რა ნომრით ითამაშებს მბაპე „რეალში“ #1TVSPORT
ცნობილი გახდა, რა ნომრით ითამაშებს მბაპე „რეალში“ #1TVSPORT

ფორვარდი კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ მე-10 ნომრით ითამაშებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა სანტი აუნამ.

დღეს ამ ნომრით ესპანურ კლუბში ლუკა მოდრიჩი თამაშობს, რომელიც, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს გუნდს.

ამჟამად მბაპეს „პარი სენ-ჟერმენში“ მეშვიდე ნომერი აქვს მაისურზე.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ მბაპე არ დარჩება მიმდინარე სეზონის შემდეგ პარიზულ კლუბში. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფორვარდი კარიერას „რეალში“ გააგრძელებს.