ცნობილი გახდა ქალებს შორის ევრო 2029-ის მასპინძელი #1TVSPORT

11:31, 03.12.2025

ქალებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2029 წელს გერმანიაში გაიმართება, – ამის შესახებ უეფა-მ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა.

ტურნირის ჩატარების პრეტენდენტები ასევე იყვნენ დანია და შვედეთი (ერთობლივი განაცხადი), აგრეთვე ცალკე განაცხადი ჰქონდა შეტანილი პოლონეთს.

2025 წელს ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიაში გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული გახდა ინგლისის ნაკრები, რომელმაც ფინალში ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა (1:1, პენალტებით 3:1).

მსგავსი