ცნობილი გახდა „ლივერპულის“ დაჯილდოების დრო და ადგილი
ცნობილი გახდა „ლივერპულის“ დაჯილდოების დრო და ადგილი

„ლივერპულმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, თუ როდის და როგორ გაიმართება პრემიერლიგის თასის მიღების ცერემონია.

იტყობინებიან, რომ მოქმედების ადგილი იქნება „ენფილდის“ სტადიონის ტრიბუნა „კოპი“. მერსისაიდელთა კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი საჩემპიონო თასს თავს ზემოთ ასწევს და შემდეგ მას თანაგუნდელებს გადასცემს. ეს მოხდება 22 ივლისს, „ჩელსისთან“ 37-ე ტურის საშინაო მატჩის შემდეგ. კორონავირუსის პანდემიის გამო, სტადიონზე არ იქნებიან „ლივერპულის“ ფანები.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ შვიდი ტურით ადრე მოიპოვა ტიტული, რომელიც მეცხრამეტეა კლუბის ისტორიაში. უფრო მეტჯერ ჩემპიონობა მოგებული აქვს „მანჩესტერ იუნაიტედს“ – 20.