ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან ორი დღის თავზე მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ფრანგი ფორვარდის კილიან მბაპეს გაფორმების შესახებ.
25 წლის სუპერვარსკვლავი ესპანეთის ჩემპიონს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მაგრამ იმის გამო, რომ ფეხბურთელი ჯერაც კონტრაქტით არის დაკავშირებული „პარი სენ-ჟერმენთან“ და ახლა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ემზადება ევრო 2024-სთვის, მბაპეს ოფიციალური პრეზენტაცია ჯერ არ გამართულა.
გამოცემა Relevo-ს ჟურნალისტმა, ხავიერ როდრიგეს პასკუალმა დაწერა, რომ „რეალმა“ უკვე ჩანიშნა მბაპეს ოფიციალური პრეზენტაციის თარიღი. ფრანგ ფეხბურთელს მადრიდელ გულშემატკივრებს 16 ივლისს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ წარუდგენენ.