ბრიტანულ პრესაში გამოქვეყნდა ფორმულა 1-ის პილოტთა წლიური ხელფასების შესახებ მონაცემები. სამი ავტომრბოლი მნიშვნელოვნად ასწრებს დანარჩენებს: მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი „რედ ბულში“ ყოველწლიურად 55 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც 10 მილიონით აღემატება „მერსედესში“ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, ლუის ჰემილტონის შემოსავალს. 34 მილიონით მესამე ადგილზეა „ფერარის“ პილოტი შარლ ლეკლერი, რომელმაც იტალიურ გუნდთან ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა.
2024 წელს ფორმულა 1-ის პილოტთა საბაზო ხელფასები:
მაქს ფერსტაპენი – 55 მლნ
ლუის ჰემილტონი – 45 მლნ
შარლ ლეკლერი – 34 მლნ
ლანდო ნორისი – 20 მლნ
ჯორჯ რასელი – 18 მლნ
ფერნანდო ალონსო – 18 მლნ
სერხიო პერესი – 14 მლნ
კარლოს საინსი – 12 მლნ
ვალტერი ბოტასი – 10 მლნ
დანიელ რიკარდო – 7 მლნ
ესტებან ოკონი – 6 მლნ
პიერ გასლი – 6 მლნ
ოსკარ პიასტრი – 6 მლნ
კევინ მაგნუსენი – 5 მლნ
ალექსანდრ ალბონი – 3 მლნ
ლენს სტროლი – 3 მლნ
ნიკო ჰიულკენბერგი – 2 მლნ
გუანიუი ჟოუ – 2 მლნ
იუკი ცუნოდა – 1 მლნ