ცნობილი გახდა 2019 წლის საუკეთესო მძლეოსნების ვინაობა
ცნობილი გახდა 2019 წლის საუკეთესო მძლეოსნების ვინაობა

კენიელი მარათონელი ელიუდ კიპჩოგე და ამერიკელი მორბენალი დელაილა მუჰამადი წლის მძლეოსნები გახდნენ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (World Athletics) ვერსიით.

29 წლის მუჰამადმა 2019 წელს მოიგო ოქროს ორი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე და განაახლა მსოფლიოს რეკორდი 400 მეტრზე თარჯრბენში.

35 წლის კიპჩოგემ გაიმარჯვა ლონდონის მარათონში, ასევე პირველი სპორტსმენი გახდა ისტორიაში, ვინც შეძლო მარათონული დისტანციის ორ საათზე ნაკლებ დროში გარბენა. კენიელისთვის ფედერაციის ეს აღიარება მეორეა კარიერაში.

მძლეოსნობის ამომავალ ვარსკვლავებად აღიარეს უკრაინელი სიმაღლეზე მხტომელი იაროსლავა მოგუჩიხი და ეთიოპიელი მორბენალი სელემონ ბარეგა.