ცნობილი აუდიტორული კომპანია - მსოფლიო ფეხბურთში ეკონომიკური პრობლემებია
კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეულმა ფინანსურმა კრიზისმა მსოფლიოში ფეხბურთს უდიდესი ზიანი მიაყენა – ამის შესახებ ცნობილმა საერთაშორისო კომპანია KPMG-მ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
კომპანიის ექსპერტებმა სპორტულ ბაზარზე არსებული ვითარება 2020 წლის ფინანსური ზარალის მიხედვით შეაფასეს. KPMG არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ კლუბები ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასების შემცირების და სეზონის შეჩერების გამო სერიოზულ ზარალში აღმოჩნდებიან. ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ კლუბები სპორტსმენებისა და სამწვრთნელო შტაბების ხელფასებს ამცირებენ.
ამის მაგალითია ფრანგი კილიან მბაპე და ბრაზილიელი ნეიმარი. მათი სატრანსფერო ფასი 86 მილიონი ევროთი დაეცა, „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეთა საერთო ღირებულება – 25 პროცენტით, ხოლო „ბარსელონა“ ჯამური ღირებულების დაახლოებით 29 პროცენტს დაკარგავს, თუ ლა ლიგა არ დასრულდა.
KPMG არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი აუდიტორული კომპანია, რომლის ოფისიც ამსტველვენში (ნიდერლანდები) მდებარეობს. KPMG- ში 219,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია სამი სახის მომსახურებას აწარმოებს: აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციოს. საკონსულტაციო მომსახურება, თავის მხრივ, სამ ჯგუფად იყოფა: მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურება, რისკების კონსულტაცია და ბიზნესის რესტრუქტურიზაცია.