CNN-უახლოეს მომავალში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდება
CNN-უახლოეს მომავალში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდება

ტელეკომპანია CNN ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდება. ეს ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

CNN- ის წყაროს ინფორმაციით, შეხვედრა უახლოეს რამდენიმე დღეში შედგება, თუმცა წყარო ზუსტ თარიღს არ ასახელებს.

შეგახსენებთ, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღდგომის პერიოდში ჩრდილოეთ კორეაში საიდუმლო ვიზიტით მაიკ პომპეო იმყოფებოდა. გავრცელებული, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა.