Clarin - არგენტინის ნაკრებს პეკერმანი ჩაიბარებს
Clarin - არგენტინის ნაკრებს პეკერმანი ჩაიბარებს

არგენტინული გაზეთის Clarin-ის ინფორმაციით, არგენტინის ნაკრებიდან დათხოვნილ ხორხე სამპაოლის, დიდი ალბათობით, ხოსე პეკერმანი შეცვლის.
პეკერმანს აგვისტოს ბოლოდე აქვს კონტრაქტი კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციასთან, თუმცა ეს მის დანიშვნას ხელს არ შეუშლის. სწორედ კოლუმბიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა ის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

68 წლის პეკერმანი არგენტინის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტს 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და ამის შემდეგ, ასოციაცია გადაწყვეტს, ღირს თუ არა თანამშრომლობის გაგრძელება.

შეგახსენებთ, რომ 2004-2006 წლებში პეკერმანი უკვე იყო არგენტინის ნაკრების სათავეში. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე არგენტინა მასპინძელ გერმანიასთან მეოთხედფინალში, პენალტების სერიაში დამარცხდა.