ცხრა წლის წინ, მესიმ „რეალის“ კარში ლეგენდარული გოლი გაიტანა, როცა მეტოქის მთელი დაცვა მოატყუა (ვიდეო)
ცხრა წლის წინ, 2011 წლის 27 აპრილს, „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა (2:0).
არგენტინელის მეორე გოლი შედევრი იყო – მან ბურთი ცენტრთან ახლოს მიიღო, ოთხი მეტოქე მოატყუა და იკერ კასილიასს შორეულ კუთხეში გაუტანა.
საპასუხო მატჩი 1:1 დასრულდა, ფინალში კი „ბარსელონამ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 3:1 მოუგო.