ცხრა წლის წინ, მესიმ „რეალის“ კარში ლეგენდარული გოლი გაიტანა, როცა მეტოქის მთელი დაცვა მოატყუა (ვიდეო)

19:48, 27.04.2020

ცხრა წლის წინ, 2011 წლის 27 აპრილს, „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა (2:0).

არგენტინელის მეორე გოლი შედევრი იყო – მან ბურთი ცენტრთან ახლოს მიიღო, ოთხი მეტოქე მოატყუა და იკერ კასილიასს შორეულ კუთხეში გაუტანა.

საპასუხო მატჩი 1:1 დასრულდა, ფინალში კი „ბარსელონამ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 3:1 მოუგო.

მსგავსი