ცხრა გვინეელი ფეხბურთელი ავტოავარიაში დაიღუპა
ცხრა გვინეელი ფეხბურთელი ავტოავარიაში დაიღუპა

გვინეის საფეხბურთო კლუბ „ეტუალ დე გვინეას“ ავტობუსი ავარიაში მოხვდა, რის შედეგადაც გუნდის ცხრა ფეხბურთელი დაიღუპა.

მოთამაშეები დედაქალაქ კონაკრიდან გასვლით მატჩზე მიემგზავრებოდნენ კანკანში. ამ ქალაქებს შორის 650 კილომეტრია. ინციდენტი დაახლოებით მე-300 კილომეტრზე მოხდა. როგორც ირკვევა, მძღოლმა დაშვებულ სიჩქარეს გადააჭარბა და ხეს შეეჯახა.

BBC-ის ინფორმაციით, დაზარალებულების დედაქალაქში ევაკუაცია მოხდა. მათი რიცხვი 19 ადამიანს შეადგენს, აქედან 17-ს მძიმე ტრავმები აქვს.

დაღუპულთა შორის არის „ლივერპულის“ ნახევარმცველ ნაბი კეიტას ბიძაშვილი ალმანი კეიტა.

„ეტუალ დე გვინეა“ სეზონის პირველ მატჩზე მიემგზავრებოდა.