ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ ოლიმპიადიდან ცხენოსნობის ამოღება მოითხოვა #1TVSPORT
სამართალდამცავმა ორგანიზაცია PETA-მ (ადამიანები ცხოველებთან ეთიკური მოპყრობისთვის) საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა – ამოიღოს საცხენოსნო სპორტი ოლიმპიადების პროგრამიდან. ტოკიოს თამაშებზე შვეიცარიელი ჟოკეის რობინ გოდელის ცხენმა „ჯეტ სეტმა“ ბარიერის გავლისას ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი დაძინება მოუწიათ.
„ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უპრეცედენტო იყო ბევრი მიზეზით, მაგრამ ყველას შეგვეძლო ერთი რამ გვეწინასწარმეტყველა: გრძელდება ცხენების წამება, რომლებსაც საცხენოსნო ტურნირებზე იყენებენ. წინაღობების გადალახვა, ცხენის გაწვრთნა და ცხენოსნობის სხვა სახეობები შეიძლება მეტისმეტად სასტიკი იყოს.
გერმანელი სპორტსმენი ანიკა შლოი ასპარეზობდა ცხენით, რომელსაც „წმინდანი ბიჭი“ ერქვა. ის იმ დროს გადაიღეს, როცა ტრასაზე გასვა არ მოისურვა და ამის გამო მწვრთნელმა კიმ რაისნერმა რამდენჯერმე დაარტყა. ინციდენტის შემდეგ, რაისნერი სრულიად სამართლიანად გააძევეს ოლიმპიადიდან. და ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. მაგრამ ჯარიმები და აკრედიტაციის ჩამორთმევები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სხვა მწვრთნელები ან სპორტსმენები შეეჩერებინათ ასეთი საქციელისგან.
ცხენებს არ აინტერესებთ ოქროს მედლები. ადამიანებისგან განსხვავებით, ცხენებს არ სურთ სახიფათო მოვლენებში მონაწილეობა. მათ აიძულებენ ამის კეთებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს – დაუყოვნებლივ გააუქმოს ყველანაირი საცხენოსნო ტურნირი. დაუტოვეთ ოლიმპიადა იმათ, ვისაც იქ მონაწილეობა სურს“, – წერის ორგანიზაციის განცხადებაში.