ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერთი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა აცხადებს, აღნიშნული დაკავშირებულია საზეიმო ღონისძიებებთან, რომელიც ცხინვალში გაიმართება და ე.წ. რესპუბლიკის დაარსების დღეს მიეძღვნება.

„19 სექტემბრის 20:00 საათიდან იგეგმება საქართველოსთან არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვა“, – ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებაში.

ასევე, აღნიშნულია, რომ ე.წ. საზღვარზე გადაადგილება 21 სექტემბერს 06:00 საათზე აღდგება.