ცხადაძეს ორდაბასისთან კონტრაქტი გაუხანგრძლივეს
ცხადაძეს ორდაბასისთან კონტრაქტი გაუხანგრძლივეს

ქართველი მწვრთნელი კახა ცხადაძე შიმქენტის ორდაბასის 2019 წელსაც გაწვრთნის. 50 წლის ქართველ სპეციალისტს გუნდთან კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივეს – ინფორმაციას ყაზახური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობა კახა ცხადაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს სრულად ენდობა. იმედი გვაქვს, მომდევნო სეზონში ბევრ გამარჯვება და წონიანი წარმატება გველის“ – ამბობს ორდაბასის პრეზიდენტი ნურჟან კატაევი.

ცხადაძემ გუნდი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩაიბარა. მაგრამ საბოლოოდ, ორდაბასი ყაზახურ პრემიერლიგაში 46 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.