ციურიხში პოლიციასა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა
ციურიხში პოლიციასა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა

ციურიხში პოლიციასა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა. სააგენტო „რეიტერის“ ცნობით, სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

რადიკალურად განწყობილმა დემონსტრანტებმა დაწვეს მაშხალები, დააზიანეს მაღაზიის ვიტრინები და პოლიციას ბოთლები ესროლეს. არეულობის დროს სამი ადამიანი დააკავეს. მსუბუქი დაზიანებები მიიღო გამვლელმა, ასევე დაშავებულია ერთი პოლიციელი.

სანქცირებულ საპროტესტო აქციაში „ციურიხი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წინააღმდეგ“ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

შვეიცარიის ქალაქი დავოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს, რომელიც 21 იანვარს გაიხსნა და 24 იანვარს დასრულდება.