ციკლონ „ფანის“ შედეგად ბანგლადეშში 1000 სახლი დაინგრა, დაიღუპა ხუთი ადამიანი
ციკლონ „ფანის“ შედეგად ბანგლადეშში 1000 სახლი დაინგრა, დაიღუპა ხუთი ადამიანი

ციკლონ „ფანის“ შედეგად ბანგლადეშში 1000 სახლი დაინგრა.

„ბიბისის“ ცნობით, დაიღუპა ხუთი ადამიანი და 63 დაშავდა. სტიქიის გამო ევაკუირებულია მილიონზე მეტი ადამიანი. ბანგლადეშის ხელისუფლების ცნობით, უარესი შედეგების თავიდან აცილება მოხერხდა.

ამჟამად ციკლონმა ძალა დაკარგა. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 70 კმ/სთ-ს აღწევს.

მანამდე სტიქიამ ინდოეთს გადაურა, სადაც მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ციკლონ ფანის ინდოეთში 16 ადამიანი დაიღუპა.